ახალი ამბები

არჩვის სახალისო ფოტო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე არჩვის სახალისო ფოტოები ვრცელდება.
არჩვი, იგივე ფსიტი — ჩლიქოსანი ცხოველია ძროხისებრთა ოჯახიდან. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან — 75-85 სმ. წონა 40 კგ-მდე. 20 სმ-მდე სიგრძის, სწორად აღმართული, ბოლოში მოკაუჭებული რქებით. მათი ხილვა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეა შესაძლებელი.
ფოტოები დააფიქსირა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფოტოხაფანგმა.
მარიამ ოქროცვარიძე