კახეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2, 273-ს მიაღწია.
დღევანდელი ეპიდსტატისტიკა რვა მუნიციპალიტეტის მიხედვით ასე გამოიყურება:
ახმეტა -3, თელავი -10, ყვარელი- 6 ,
გურჯაანი 43, ლაგოდეხი -19, სიღნაღი -5,
დედოფლისწყარო -3 და საგარეჯო-15.
ამ ეტაპზე მკურნალობას 1 635 მოქალაქე გადის, მათ შორის 1 489 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 22 კოვიდ – სასტუმროში, 124 კი კოვიდ – კლინიკაში.
ბოლო რამდენიმე კვირაში კორონავირუსით რეგიონში 16 პირი გარდაიცვალა.