თელავში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი შემთხვევები თელავში ფიქსირდება.
არსებული ინფორმაციით, გუშინ სპეციალისტებმა 455 მოქალაქეს აუღეს ნიმუში, საიდანაც 172 ადამიანზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამით რეგიონში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 2189-მდე გაიზარდა.
გუშინ გამოვლენილი ინფიცირების ყველაზე მაღალი რაოდენობა თელავში დაფიქსირდა, სადაც 70 ადამიანს COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
ბოლო რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა-113, თელავი -664, ყვარელი -219, ლაგოდეხი – 212, გურჯაანი-452, სიღნაღი-136,
დედოფლისწყარო -186 და საგარეჯო -207.
ბოლო რამდენიმე კვირაში კი სულ 518 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16 პაციენტი.