კახეთში რეგიონში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი
24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვირუსით გარდაიცვალა 45 ადამიანი.
ბერდია სიჭინავას თქმით, ახალი შემთხვევებიდან ინფიცირების 117 შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პირი.