კახეთში უამინდობა 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 5-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი.
მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა აღინიშნოს თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, 8 ოქტომბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.