სოფელ ველისციხის სკოლა შესაძლოა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა შესაძლოა, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს.
მიზეზი სკოლის მოსწავლის, მე-9 კლასელი ბავშვის ინფიცირებაა.
სკოლის დირექტორის, ნინო ნესუაშვილის ინფორმაციით, მოსწავლე სკოლაში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა.
სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება, მოზარდის კლასელების ტესტირების პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.
დღევანდელი მდგომარეობით, ველისციხის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელები სკოლაში არ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, სოფელ ველიციხეში, 14 წლის მოზარდს, კორონა ვირუსი, გუშინ დაუდგინდა.