გურჯაანში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუფიქსირდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, კახეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებ 14 წლის ბიჭს, რომლის დაინფიცირების წყარო ექიმია.
მეორე შემთხვევა კი ყვარელში დადასტურდა, საეჭვო სიმპტომებით შუახნის ქალი რამდენიმე დღის წინ “ევექსის” კლინიკაში მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ ახალი შემთხვევების კონტაქტების მოძიებაზე. ამ ეტაპზე რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 68 შემთხვევაა.