რა კეთდება თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ასამუშავებლად – ვიდეო
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ასამუშავებლად სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი აცხადებს, რომ დასასრულს უახლოვდება ავტობუსების სადგომის მშენებლობა, ასევე გადამზადდა 20 მძღოლი და ტექნიკური პერსონალი.
მისი თქმით, თელავს 5 ახალი ავტობუსი აქვს და უახლოეს პერიოდში კიდევ ხუთი დაემატება.
“ამ დროისთვის საკრებულოსთან ერთად მიმდინარეობს ორგანიზაციის შექმნაზე მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტის გამართულ მუშაობას. უკვე ვმუშაობთ ამ დოკუმენტზე და ეს საკითხიც უახლოეს პერიოდში იქნება მოგვარებული””,- აცხადებს დავით ქსოვრელიშვილი.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური