თელავის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღს ბიომასის გათბობის სისტემის აღჭურვილობა გადაეცა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს 150 000 ლარის ღირებულების ტრაქტორები გადაეცა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ტრაქტორები გამოყენებული იქნება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნარჩენების (ვაზის ხარშვის ნარჩენები) შესაგროვებლად, რაც შემდგომ წარმოშობს ბიომასას ორი ადგილობრივი საბავშვო ბაღის გასათბობად.
აღნიშნული გათბობის სისტემის შედეგად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, შემცირდება ემისიების გამოყოფა და გათბობის ხარჯები. გათბობის სისტემის აღჭურვილობის გადაცემას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დაესწრო.
,,ბაღებს გადაეცა 150,000 ლარის ღირებულების ტრაქტორები მდგრადი ენერგიის გამომუშავების ხელშეწყობის მიზნით. ტრაქტორები გამოყენებული იქნება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნარჩენების (ვაზის ხარშვის ნარჩენების) შესაგროვებლად, რაც შემდგომ წარმოშობს ბიომასას ორი ადგილობრივი საბავშვო ბაღის გასათბობად.
აღნიშნული გათბობის სისტემის შედეგად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, შემცირდება ემისიების გამოყოფა და შემცირდება გათბობის ხარჯები. აღნიშნული პროექტი კარგი მაგალითია მსგავსი ინიციატივების განსახორციელებლად, რომლებიც სარგებელს მოუტანენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს”,– განაცხადა კარლ ჰარცელმა.