თელავში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა
თელავში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ გამწმენდი ნაგებობა თელავში დღემდე არ არსებობდა, რაც გადაუჭრელი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ პროექტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.
„ქალაქ თელავში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულებულია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობის ტესტირება და შესაბამისი პროცედურები, რათა აღნიშნული ობიექტი მართვაში გადმოეცეს წყალმომარაგების კომპანიას. ვფიქრობთ რომ, უახლოეს დღეებში ობიექტი დაიწყებს ოპერირებას“ – განაცხადეს კომპანიაში.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს, მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.