კახეთში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 19 ადამიანი.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, კახეთში 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.