როგორ უნდა მოიქცეთ თუ კორონავირუსის სიმპტომები გაქვთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, თუ მოქალაქეს აქვს ცხელება ან რაიმე რესპირატორული სიმპტომი, ის თავისი სოფლის ან ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს და ინფორმაცია მიაწოდოს.
მისივე თქმით, მოქალაქეს ასევე შეუძლია დარეკოს 112 -ზე , საიდანაც შესაბამის დაწესებულებაში გადაამისამართებენ.
,,112-ზე დარეკვისას, პირს ოპერატორი გადაამისამართებს ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმთან. მას ექიმი აძლევს კონსულტაციას და მითითებას ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით. შემდეგ ის მიდის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ უტარდება ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოდ”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.