Pfizer-სგან საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს
Pfizer-თან ვაქცინის დოზების მიღებაზე დეტალები ზუსტდება.
ჯანდაცვის მინისტრმა, ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 1 მლნ. დოზა ვაქცინას მივიღებთ.
„Pfizer-თან მიმართებაში საბოლოო კომუნიკაციის შემდეგ შევჯერდით, რომ მათგან 1 მლნ დოზას მივიღებთ. ამ ეტაპზე ველოდებით დასტურს, თუ როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება ან რა განრიგით მოგვეწოდება 1 მლნ დოზა.
რაც შეეხება „სინოფარმს“, ჩვენ გვაქვს და გვექნება დამატებითი კომუნიკაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა მინისტრმა.