ახალი ამბები

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დაკარგვის რისკის გამო, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდ ვაქცინის დოზების დაკარგვის რისკის გამო, პოლიციელების და კარისკაცების აცრა განხორციელდება.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 181 დოზა უკვე დაკარგა.
ბევრი მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, ვაქცინის რამდენი დოზა იკარგება. ამ ეტაპზე მხოლოდ 3%-მდე დოზაა დაკარგული. ეს კი 181 დოზაა. იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის და ჯარის ჩართულობით მოხდეს სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.