ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ის სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რა დროსაც ქალმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება.