სოფელ ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ ავარიას 12 წლის გოგო ემსხვერპლა.
დები “მოპედით” ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახათ. ერთი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი და ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.