თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერსა და მის მეუღლესთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მანტანში. ამ დროისთვის
ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
თავდაცვის სამინისტროს მე- 20 კადრირებული ბრიგადის ოფიცერს, ვირუსი 30 სექტემბერს გამოუვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70 – მდე გაიზარდა.