კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება
კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება.
ამერიკულ კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშუალოდ 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება. ამ ინფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელი სტეფან ბანსელი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ვაქცინის ფასი ასევე დამოკიდებული იქნება შეკვეთების მოცულობაზე.
წინასწარი მონაცემებით, Moderna წლის ბოლომდე 20 მილიონი ვაქცინის წარმოებას გეგმავს, მომდევნო წლის განმავლობაში კი, მილიარდზე მეტის.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკულმა კომპანია Moderna-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. მისი შექმნის შესახებ ასევე განაცხადეს გერმანულმა მწარმოებელმა BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა. მათი განცხადებით, კვლევებმა აჩვენებს, რომ ვაქცინას ადამიანების ვირუსისგან დაცვა 90%-ით შეუძლია.
ავტორი: მაკა ხაზიური