როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა კოვიდ პანდემიის პირობებში
იზოლაცია, სამსახურის დაკარგვა ან დისტანციური მუშობა, ნაკლები კონტაქტი გარესამყაროსთან და ყოველდღიური შიში ვირუსისა, რომელიც შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს ჩვენთვის .
ეს არის დღევანდელი რეალობა, რომელზე ფიქრითაც ადამიანებს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ფსიქიკური პრობლემაც ექმნებათ. ასეთ დროს ადამიანებს შესაძლებელია დაეწყოთ შფოთვითი აშლილობა.
“შიში იმისა, რომ თავს ხელში ვეღარ აიყვან და გაურკვევლობის ატანას ვეღარ შეძლებ, შფოთვითი აშლილობისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ადამიანები, რომლებსაც ისედაც აწუხებთ ეს პრობლემა, დღეს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგანან.”- განმარტავს შფოთვითი აშლილობის ბრიტანეთის ეროვნული საქველმოქმედო ორგანიზაციის, Anxiety UK-ის წევრი, ნიკი ლიდბეტერი.
“შფოთვისათვის ნიადაგს, ძირითადად, შეუცნობელ მოვლენაზე წუხილი და რაღაც ცუდის მოხდენის მოლოდინი ამზადებს. კორონავირუსი სწორედ ამ გრძნობას იწვევს, ოღონდ ერთი-ორად გაძლიერებულად”, — ამბობს როუზი ვიზერლი, ბრიტანული ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაცია Mind-ის სპიკერი.
თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს შფოთვითი აშლილობის თავიდან აცილების გზები.
პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ნაკლებად გავეცნოთ ისეთ ინფორმაციებს რაც თავს ცუდად გვაგრძნობინებს, უბრალოდ შეამცირეთ მათი მიღების დრო და დაუთმეთ სხვა ბევრად სასარგებლო და ნაკლებად სტრესულ ინფორმაციულ წყაროებს.
შეეცადეთ შეისვენოთ სოციალური მედიისგან და გამოყავით დღეში მხოლოდ ერთი ან ორი საათი სოციალურ სივრცეში საძრომიალოდ.
აუცილებლად შეინარჩუნეთ ხალხთან კავშირი, რათა არ მოგეძალოთ მარტოობისგან შექმნილი დეპრესია და ჩაკეტილობა.
აუცილებლად, რეგულარულად მოიკითხეთ ადამიანები და არ გაწყვიტოთ კავშირი თქვენს გარშემო მყოფებთან.
თვითიზოლაციაში ყოფნისას შეეცადეთ გქონდეთ რუტინაც, მაგრამ თითოეულ დღეში მრავალფეროვნებაც შეიტანოთ, რაც ჯამში დროს ნაყოფიერად გაგატარებინებთ. ასევე შეგიძლიათ, შეადგინოთ გასაკეთებელ საქმეთა სია და მიჰყვეთ თითოეულ პუნქტს. ან ჩაუჯდეთ წიგნს, რომლის წაკითხვაც უკვე დიდიხანია გსურდათ.
მთავრობისა და ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მიერ დაწესებული რეკომენდაციებისა თუ შეზღუდვების გათვალისწინებით, ვცადოთ, რაც შეიძლება დიდხნას ვიყოთ მზის სხივების ქვეშ, ვივარჯიშოთ, კარგად ვიკვებოთ და ბევრი რაოდენობით წყალი მივიღოთ.
Anxiety UK კი გთავაზობს, გაუგებრობით გამოწვეულ შფოთვასა და წუხილთან გასამკლავებლად ამ ფორმულას მივსდიოთ:
გააცნობიერე: შეამჩნიე და გააცნობიერე, რომ გაურკვევლობის გრძნობა გიტევს.
შეჩერდი: არ გამოხატო რეაქცია ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ იზამდი. მეტიც, რეაქცია საერთოდ არ გამოავლინო. შეჩერდი და უბრალოდ ისუნთქე.
უკან დაიხიე, შთააგონე თავს, რომ შენში უბრალოდ სტრესი ალაპარაკდა და გარკვეულობის ქონის ეს ყოვლისმომცველი სურვილი არც არაფერში დაგეხმარება და საჭიროებასაც არ წარმოადგენს. შენ მხოლოდ უსიამოვნო ფიქრისა და გრძნობის ტყვეობაში იმყოფები.
ნუ დაიჯერებ ყველაფერს, რასაც გაიფიქრებ, რადგან ფიქრები განცხადებებსა და ფაქტებს არ წარმოადგენს. ფიქრებსა და გრძნობებს თავისი გზა მიეცი. ეს მდგომარეობა მალე დასრულდება. არ ხარ ვალდებული, მათზე რეაგირება გქონდეს.
შეგიძლია წარმოიდგინო, თუ როგორ მიფრინავენ ისინი საპნის ბუშტში გამოკეტილნი ან სულაც როგორ უჩინარდებიან ღრუბლებში.
გამოიკვლიე შენი მყისიერი მდგომარეობა, რადგან ზუსტად ახლა, ამ წამს ყველაფერი რიგზეა.
დააკვირდი შენს სუნთქვას და ამ სუნთქვით გამოწვეულ შეგრძნებებს. შეამჩნიე შენ ფეხქვეშ არსებული მიწა. მიმოიხედე ირგვლივ და შეამჩნიე, რას ხედავ, რა გესმის, რას შეგიძლია შეეხო, რისი სურნელი გცემს.
ამის შემდეგ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე — იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო. გააგრძელე ის საქმე, რასაც შფოთვის შემოტევამდე აკეთებდი ან სხვა რამეს მიჰყავი ხელი — ოღონდ ამ ქმედებას მთელი ყურადღება მიუძღვენი.
წყარო : https://www.bbc.com/news/health-51873799?at_medium=custom7&at_campaign=64&at_custom1=%5Bpost+type%5D&at_custom2=facebook_page&at_custom3=BBC+News&at_custom4=3C3B3434-6768-11EA-8DC5-DE9996E8478F&fbclid=IwAR3iQlWKatGyhDVWAwws9EozSb4DCoVpXFy7bgx9Z6svHp6fGbbzN2oAATw
მარიამ ოქროცვარიძე