კახეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 61 წლის კაცი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯლიდან იყო.
მეორე შემთხვევა კი ლაგოდეხში გამოვლინდა. 85 წლის მამაკაცი კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო, 85 წლის კაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბოლო რამდენიმე კვირაში რეგიონში კორონავირუსით 19 მოქალაქე გარდაიცვალა.