სოფელ ოჟიოში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ხანძარის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა. განადგურდა სახლში არსებული საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის აალების მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და დაზარალებულ ოჯახს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ.