არჩევნების მეორე ტურზე კახეთში ხმების უმრავლესობა ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დაითვალა და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
არჩევნების მეორე ტური კახეთის ერთ საარჩევნო ოლქში გაიმართა.
ცესკოს მონაცემებით, თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხის ოლქში ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 5608 ხმა (11.17%) მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კი 44616 ხმა (88.83%) მიიღო.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააპროტესტა და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მეორე ტურში გადასულმა კანდიდატებმა კი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მონაწილეობა არ მიიღო. მიუხედავად ამისა, ისინი ბიულეტენებში მაინც იყვნენ, რადგან, კანონმდებლობით მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა შეუძლებელია.
კახეთში არჩევნებისთვის შექმნილი იყო 154 საარჩევნო უბანი.