კახეთში კორონავირუსით 87-ე პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მკიდრი, 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ის თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. ეს რეგიონში ვირუსით გარდაცვალების 87-ე შემთხვევაა.
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 782-მდე გაიზარდა. რეგიონში ამ ეტაპზე მკურნალობას 1 867 პაციენტი გადის, აქედან 1 724 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 1 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 142 იმყოფება კოვიდ-კლინიკაში. ვირუსი სულ 7 819-მა მოქალაქემ დაამარცხა.