ლაგოდეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ლაგოდეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 3 ინფიცირებული, 3 თვის ბავშვის ოჯახის წევრები მშობლები და ბებია არიან.
მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ინფიცირებული სოფელ გვიმრიანში მცხოვრებია, რომელიც აჭარაში მოგზაურობის ისტორიის კონტაქტს წარმოადგენს.
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელის, ნუნუ ნოზაძეს ინფორმაციით, ინფიცირებული პირები სამკურნალოდ გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
ნუნუ ნოზაძეს თქმივე, რამდენიმდე საათში 3 თვის ბავშვის დიდი ბებიის ანალიზის პასუხებსაც ელოდებიან. მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, მიმდინეობას ახალი ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელ ფონაში, 3 თვის ბავშვის ინფიცირების შესახებ 23 სექტემბერს გახდა ცნობილი. ჩვილი დედამ აჭარიდან სოფელ ფონაში რამდენიმე კვირის წინ ჩაიყვანა. ბებიასთან მყოფი 3 თვის ჩვილი მაღალი ტემპერატურით ადგილობრივ ცხელების ცენტრში მოათავსეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ბავშვის ინფიცირების წყაროდ დასახელდა ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერი.
11 სექტემბრიდან დღემდე კახეთში კორონავირუსის 43 შემთხვევა დადასტურდა. უმეტესობა – 17 შემთხვევა ლაგოდეხშია, 16 კოვიდინფიცირებულია სოფელ მატანში, 7 ველისციხეში, 2 სიღნაღში, ხოლო 1 ყვარელში.