ყვარელში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
ყვარელში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით,
გუშინ გაგზავნილი 213 ნიმუშიდან დადებითი მხოლოდ ერთია.
“პაციენტი იმყოფებოდა თელავის კლინიკაში პნევმონიის დიანოზით. საცხოვრებელი ადგილი ყვარლის მუნიციპალიტეტი. მიმდინარეობს ეპიდკვლევა-“, განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.