თელავში დღემდე კორონავირუსის 2 427 შემთხვევაა დაფიქსირებული
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 10 856-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის რვა მუნიციპალიტეტიდან დღემდე კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებშია დაფიქსირებული.
,,რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შადგენს 10 856 პირს, მათგან: ახმეტაში დაფიქსირებულია -716 შემთხვევა, გურჯაანში-2399, დედოფლისწყაროში -763, თელავში -2 427, ლაგოდეხში – 1509, საგარეჯოში -1338, სიღნაღში-785, ყვარელში -919.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 600 პირს. მათ შორის 513 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 87 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 10 151 გამოჯანმრთელდა და 105 გარდაიცვალა. სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 10 151 პირს”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.