თელავში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავში, შემოსავლების სამსახურის სერვის- ცენტრის თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ თელავის რაიონულ სასამართლოში გახდა, სადაც მიმდინარე პროცესს ესწრებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ინფიცირების წყარო, მისივე თანამშრომელია, რომელსაც კოვიდ- 19 ორი დღის წინ დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პირის კონტაქტების გამოვლენასა და თვითიზოლაციაში გადაყვანაზე მუშაობენ. მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა მუშაობას შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის- ცენტრი ჩვეულებრივ რეჟიმში.
თელავში, კორონა ვირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.