პანკისის მოსახლეობის ნაწილი ტაჯიკი ბიზნესმენების საქმეზე დაკავებული თანახეობელების გათავისუფლებას ითხოვს
პანკისის მოსახლეობის ნაწილი ტაჯიკი ბიზნესმენების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.
ბრალდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები სოფელ დუისში შეიკრიბნენ. მათი განმარტებით, საგამოძიებო ორგანო არასწორ ინფორმაციას ფლობს და დაკავებულების წინააღმდეგ გატაცების და ფულის გამოძალვის ბრალდება არასამართლიანია.
პანკისელები და მათ შორის უხუცესთა საბჭოს წევრები დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ საგამოძიებო უწყებებს თავდებში ჩადგომას სთავაზობენ.
საქმე ეხება, მიმდინარე წელს ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებას. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში. დანაშულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.