კახეთში კორონავირუსით 105- ე პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით 105- ე პაციენტი გარდაიცვალა.
ხანდაზმული მკურნალობის კურსს რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა.
დღის განმავლობაში ვირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 10 856- მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 600 მოქალაქე, მათ შორის 513 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ.
ჯამში კი ვირუსი 10 151-მა მოქალაქემ დაამარცხა.