სოფელ იორმუღანლოში ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში 1 პირი – 1985 წელს დაბადებული შ.ი. დააკავეს.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ღამის საათებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
,,სამართალდამცველებმა შ.ი. დანაშაულის ჩადენის დღესვე, კახეთში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგასხენებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში გამგებლის წარმომადგენლის შვილი ერთ-ერთ ადგილობრივს თავს დაესხა და დანით მუცლის არეში მსუბუქად დაჭრა.
დაზარალებული ფარიზ მამედოვის განცხადებით, აღნიშნული პირი მიწასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ღამე სახლში მიუვარდა, დანით დაჭრა და მის მეუღლეს კი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ასევე დაგაინტერესებთ:
გზის ნაცვლად ნიაღვარი – იორმუღანლოში დახმარებას ითხოვენ
„მიყვარს ჩემი საქართველო“ ქართველი აზერბაიჯანელი სტუდენტი სიძულვილის კამპანიის წინააღმდეგ
„მიყვარს ჩემი საქართველო“ ქართველი აზერბაიჯანელი სტუდენტი სიძულვილის კამპანიის წინააღმდეგ