ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით 112-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 112-ე პაციენტი გარდაიცვალა. 81 წლის ქალი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანიდან იყო, მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.

რეგიონში, ბოლო 12 საათში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები 11 542- მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე რეგიონში მკურნალობას გადის 248 ადამიანი, აქედან 198 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 50 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.

კახეთში, გასული წლის სექტემბრიდან ამ დრომდე კორონავირუსი 11 176- ამ პაციენტმა დაამარცხა, ვირუსს კი 112 ადამიანი ემსხვერპლა.