რადიო ,,კახეთის ხმამ” ახალი გადაცემა, ,,გზა ევროპისკენ” დაიწყო
ონლაინ რადიომ ,,კახეთის ხმა“ გადაცემა ,,გზა ევროპისკენ“ დაიწყო, რომელიც რადიოს და ფეისბუქ გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გავიდა. გადაცემას ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი უძღვებოდა.
გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. ასევე განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტ ნატალია ცისკარაშვილის თქმით, პირველი გადაცემის თემა იყო ევროკავშირის მიერ 2021 წლის გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანმხების შესრულებას ეხება.
პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან ფონდ ღია საზოდაგოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესს სწავლობენ.