საწვავის ფასი რეკორდულად სწრაფად იზრდება
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბენზინის ფასმა მინიმუმ 10 თეთრით მოიმატა.
საქართველოში საწვავის ფასი მიმდინარე წელს ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 15 თეთრით, ხოლო არაბრენდირებულებზე კი მინიმუმ 20 თეთრით გაძვირდა.
2021 წლის დასაწყისიდან გლობალურ ბაზრებზე ბენზინის შემთხვევაში, ფასი ერთ ტონაზე საშუალოდ – 100 დოლარით არის გაზრდილი. დიზელის საწვავის შემთხვევაში ზრდა 60-70 დოლარია.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ფასის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.
მარიამ ოქროცვარიძე