თელავში საწვავის ფასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება
21 თებერვალს, თელავის თეატრის წინ მოსახლეობა საპროტესტო აქციას და მშვიდობიანი მსვლელობის გამართვას გეგმავს.
ადგილობრივების თქმით, ისინი გააპროტესტებენ საწვავზე ფასის მატებას. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
“ყველამ ვიცით როგორი კრიზისი გვაქვს ქვეყანაში, რამდენი პრობლემა დაგროვდა, რომელსაც ვეღარ უმკვლავდება ჩვენი ოჯახები. კვირას 21 თებერვალს 13:00 საათზე ტარდება აქცია საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თელავშიც , სადაც ვაპროტესტებთ საწვავის ფასებს. ეს უარყოფითად აისახება ჩვენს ყოფით ცხოვრებაზე. გთხოვთ დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. გელოდებით ყველას თეატრის წინ “ -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მარიამ ოქროცვარიძე