თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის საბუხრეს ცეცხლი გაუჩნდა
თელავში, ელენე ახვლედიანის ქუჩაზე ერთ – ერთი საცხოვრებელი სახლის საბუხრეს ხანძარი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი იმყოფება. თვითმხილველების თქმით, მეხანძრეების მიერ დროულად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება და ხანძრი საცხოვრებელ სახლზე არ გავრცელებულა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე საპატრულო ეკიპაჟები.