თელავში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თელავში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
სოფელ ვარდისუბნის წრიულ გამყოფთან ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავარიის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდული იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.