ვიდეორეპორტაჟი

თელავში ყოფილი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია იგეგმება

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე ყოფილი სტუდენტური საცხოვრებლის შენობა ნგრევის პირას არის.
ორსართულიანი შენობა დაწესებულების საკუთრებაშია და უფუნქციოდ არის დარჩენილი. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო კახაშვილის თქმით, შენობა 70–იან წლებშია აგებული და იქ სტუდენტები ცხოვრობდნენ.

“სამომავლოდ იგეგმება როგორც უნივერსიტეტის კორპუსების, ასევე ამ საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციაც. ის გადაკეთება პროფესორების საცხოვრებლად, რადგან ისინი ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქებიდან და უნივერსიტეტის მიერ მათ უნდა ჰქონდეთ უზრუნველყოფილი საცხოვრებელი”,- განუცხადა knews.ge-ს ნინო კახაშვილმა.