თელავში დღემდე კორონავირუსის 1 755 შემთხვევაა დაფიქსირებული
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
რეგიონში დღემდე ვირუსით ინფიცირების 7 273-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც ყველაზე მეტი თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირების შემთხვევათა კლების ტენდენცია შეინიშნება.
,,ბოლო კვირაში კახეთში შეინიშნება ეპიდსიტუაციის დასტაბილურება და შემთხვევათა რაოდენობის კლების ტენდენცია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 273-მდე გაიზარდა.
ახმეტაში დაფიქსირებულია კორონავირუსის -538 შემთხვევა, გურჯაანში -1552, დედოფლისწყაროში-562, თელავში -1755, ლაგოდეხში – 938, საგარეჯოში-856, სიღნაღში -440, ყვარელში -632.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 3 163-ს, მათ შორის 2 984 პირი დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 10 პაციენტი განთავსებულია კოვიდ სასტუმროში, 169 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 4 060 გამოჯანმრთელდა, 50 გარდაიცვალა”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.