თელავში კვების ობიექტები ონლაინ მიტანის სერვისზე გადავიდნენ
კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის გამო, თელავში სხვა დაწესებულებებთან ერთად კვების ობიექტებიც დაიხურა.
საოჯახო კაფეს ,,სუ თელავიას” უფროსი გიორგი მოსიაშვილი knews.ge-სთან აცხადებს, რომ დაწესებულება შექმნილ მდგომარეობასთან გამკლავებას მიტანის სერვისით ჩანაცვლებით ცდილობს.
,,უსაფრთხოების მიზნით უკვე 2 კვირაა დავიკეტეთ, რაც რა თქმა უნდა ბიზნესზე აისახება. თუმცა, გაიზარდა მოთხოვნა პროდუქტების სახლში მიტანის სერვისზე. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას რათა ჩვენი საოჯახო კაფეს მომხმარებელმა ისარგებლოს შეუფერხებლად,” – განაცხადა გიორგი მოსიაშვილმა.
ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, უფასო მიტანის სერვისზე გადავიდნენ რესტორნები და კაფეები.
რესტორანი ,,კაპილონი” , კაფე ,,ბრავო” და სხვა კვებითი ობიექტები თელავში ყოველდღე, 9:00-დან 21:30-მდე ემსახურებიან მომხმარებელს.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე