ყვავილები, როგორც ჰობი – თელავში მცხოვრები მებაღის ისტორია
თელავში მცხოვრები ივანე ლოლაძე 3 წელია ყვავილების ბიზნესით არის დაკავებული. იგი მცირე ტიპის სათბურში სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს ახარებს, რომელებიც ძირითადად, უკრაინიდანაა ჩამოტანილი.
სარეალიზაციოდ ძირითადად სხვადასხვა ჯიშის ვარდებს, პელარგონიებსა და ქრიზანთემებს ამჯობინებს. ლოლაძის თქმით, ძირითადი გამსაღებელი ბაზარი თბილისია, თუმცა ბოლო პერიოდში თელავშიც გაუჩნდა ყვავილების ერთგული კლიენტები. იგი აღნიშნავს, რომ მებაღეობა შემოქმედებითი პროფესიაა და დიდ გულისხმევას მოითხოვს.
,,პანდემიის პერიოდში ხალხმა მიაკითხა საკუთარ სახლებს და დაიწყო ეზოების მოვლა. შესაბამისად, მოიმატა ყვავილების გაყიდვების რიცხვმაც. ბევრ ყვავილს ვყიდი სოციალური ქსელის მეშვეობითაც”, – აცხადებს ივანე ლოლაძე.
გაზაფხულზე კი ყვავილების ორანჟერიის გაკეთებას გეგმავს.