რა ისტორიას ინახავს თელავის დრამატული თეატრის ჰოლში მოქცეული სადროშო, ეკლესია და კოშკი
თელავის დრამატული თეატრის ჰოლში მოქცეული სადროშო, ეკლესია და კოშკი, დიდი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია.
საკულტო და სათავდაცვო ფუნქციის შერწყმა ერთ ნაგებობაში ნიშნავს, რომ კოშკის პირველ სართულზე სამლოცველო იყო მოწყობილი, ხოლო მეორეზე საბრძოლო- თავდაცვითი კოშკი, რომელიც გარეგნულად, მაღალი დარბაზული ნაგებობაა. გადახურული უნდა ყოფილიყო ორ ქანობიანი კამარული გადახურვით. რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ სართულებს შორისაც იყო გადახურვა.
მსგავსი არქიტექტურა დამახასიათებელია გვიანი ხანის კახეთის ხუროთმოძღვრებისათვის (ბატონის ციხის კარის ეკლესია XVlll ს. ) , მაგრამ ამ შემთხვევაში საფასადო აივნების დამატებით.
ეს კი, მიგვანიშნებს, რომ ნაგებობას საზეიმო და ერთგვარი საჯარო ტრიბუნის ფუნქციაც უნდა ჰქონოდა შეთავსებული.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური