ახალი ამბები

თელავში მცხოვრები ნინო მაისურაძე თექისგან სხვადასხვა ნივთებს ამზადებს

თელავში მცხოვრები ნინო მაისურაძე ორი თვეა თექისგან სხვადასხვა სუვენირებს და ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.

ნინო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მშობელია. იგი ამბობს, რომ თექისგან სხვადასხვა სახის სუვენირების დამზადებაში შვილიც ეხმარება. ნინოს თქმით, უკვე ორმოცდაათზე მეტი ნაკეთობა აქვთ.
ის ამბობს, რომ ეს საქმე ოჯახის შემოსავლის წყაროდ იქცა.

მათ ასევე აქვთ ფეისბუქ გვერდი, სადაც თავის ნამუშევრებს აქვეყნებენ.

https://www.facebook.com/profile.php?id=100056971219478

მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური