საბჭოთა რეჟიმის მიერ თელავში რეპრესირებული ადამიანების ისტორია
1920-30-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიებს თელავში ბევრი პატრიოტი შეეწირა. მაშინ მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად რაცხავდნენ, დასახვრეტთა სიაში შეყავდა და თელავში, გიგოს გორაზე ხვრეტდნენ.
მაშინ ამ საკითხზე არავინ ლაპარაკობდა, თუმცა ყველამ იცოდა უდანაშაულო ადამიანების ისტორია, რომლებიც გმირები გახდნენ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავი გაწირეს.
ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპული თელაველების ისტორიას წლებია სწავლობს.
იგი ამ მიმართულებით სხვადასხვა დოკუმენტაციას იძიებს და საერთო სურათის დასახატად იკვლევს ძველ საბუთებს, ფოტოებს და არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტებს, იმის გასაგებად, თუ რა გავლენა იქონია მაშინდელმა ტრაგიკულმა პერიოდმა ქვეყანასა და კონკრეტულად თელავსა და თელაველებზე.
გადადით ლინკზე და იხილეთ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული მულტიმედია მასალა:
https://app.ex.co/stories/item/c998bef6-a5bc-4ec1-82a7-817becec270e