თელავის თეატრის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა მეორე კარავიც გაშალეს
გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თელავის სახელმწიფო თეატრის წინ, მეორე კარავიც გაშალეს.
ისინი რამდენიმე დღეა თელავის თეატრის წინ აქციას მართავენ.
თბილისიდან ჩამოსული აქტივისტები, საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ.
მათ, ამ ფორმით, ასევე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პარლამენტთან დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს სამი დღეა შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად.