გიორგი გახარიამ აშშ-ში მოღვაწე თელაველ ექიმს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სოციალური ქსელის საშუალებით, ექიმ დავით მრელაშვილს მადლობას უხდის.
,,ეს ექიმი დავით მრელაშვილია, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს. მინდა მას უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან ამ რთულ პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა და ყოველგვარი ხმაურის გარეშე, საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გვერდით დაუდგა.
დავითი სამედიცინო დახმარებას ჩვენს ინფიცირებულ მოქალაქეებს კახეთში უწევს”, – წერს პრემიერ-მინისტრი ,,ფეისბუქის” გვერდზე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა დავით მრელაშვილს.
შეგახსენებთ, ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა, პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები შეიძინა და უსასყიდლოდ გადასცა სამედიცინო დაწესებულებებს.
დავით მრელაშვილმა ასევე შეიძინა დასაკეცი საწოლები. გადააკეთა და თელავის რაიონულ საავადმყოფოს გადასცა.