თელავში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოტა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
„ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება. ასევე, მიმდინარეობს იმ ტრანსპორტის დამუშავება, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძრაობს. უახლოეს დღეებში კი მოხდება ქუჩების სადეზინფექციო საშუალებით მორეცხვა”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.