ლაგოდეხში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსი 40 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მამაკაცის გადაყვანა თბილისის შესაბამის კლინიკაში დღეს მოხდება.
,,მამაკაცმა გუშინ ცხელებით და მაღალი სიცხით გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალის” კლინიკას მიმართა, სადაც მას ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და დაუდგინდა კორონავირუსი. მამაკაცი ლაგოდეხიდან არის და მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ახალი შემთხვევის კონტაქტების მოსაკვლევად ლაგოდეხში ეპიდემიოლოგების ჯგუფი უკვე მუშაობს”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში დაფიქსირებული 29 შემთხვევიდან ლაგოდეხში -7, სიღნაღში- 2, მატანში -13 და ველისციხეში-7 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, ყველა დაინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.