გომბორის გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული გადაადგილება. უწყების ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.
“გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი