თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო
თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე მე-5, მე-7 და მე-9 კორპუსებს. პროექტის ღირებულება 1 102 000 ლარია.
აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.
“მიმდინარე წელს დასრულდება ჭავჭავაძის #2 კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 271 243 ლარია. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ბკ კონსტრაქშენ,, ახორციელებს”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი