ახალი ამბები

ავარია თელავში – დაშავებულია 15 წლის ბიჭი

თელავში ავტოავარიის შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა. შემთხვევა გუშინ ღამე, ერეკლე მეორეს გამზირზე მოხდა.

ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს გამოკვლევები ჩაუტარდა, მას ფეხის წვივის დაზიანებები და თავის არეში ჭრილობა აღენიშნება.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი